
ავტორი
Front News საქართველო
გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი აცხადებს, რომ მისი უკვე ყოფილი მოადგილეები მისი ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდნენ.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში ეს ადამიანები საქმის გაკეთების ნაცვლად გარკვეული პირის რეკლამირებას ეწეოდნენ, ცდილობდნენ თანამშრომლების გადაბირებას და მაშინ როდესაც ამდენი პრობლემა არსებობს, მიუღებელია მათი მაღალ თანამდებობაზე ყოფნა.
"ბოლო პერიოდში ისინი სულ სხვა საქმიანობით იყვნენ დაკავებული იმ საქმის ნაცვლად, რაც ევალებოდათ" – განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.
გორის მერი უარყოფს, რომ პარტიას სხვა წევრებიც ტოვებენ, რადგან მისთვის როგორც პარტიის თავმჯდომარისთვის, განცხადებით ამ დრომდე არავის მიუმართავს.
კონსტანტიმე თავზარაშვილმა ასევე უარყო გასათავისუფლებელ ადამიანთა სიის არსებობა და აღნიშნა, რომ კონკურსის წესით დანიშნულ პირებს კანონი იცავს.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს