
ავტორი
Front News საქართველო
რესპუბლიკის მოედნიდან საპროტესტო მსვლელობა - "ბოლომდე, გამარჯვებამდე!“ იმართება.
შეკრებილებს თან აქვთ ბანერი წარწერით: "ბოლომდე, გამარჯვებამდე!“.
მათი განცხადებით, პროტესტი აუცილებლად დასრულდება ქართველი ხალხის გამარჯვებით.
აქციის მონაწილეები ცოტა ხნით ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ოფისთან შეჩერდნენ, რომლის აივნიდან გადმოფენილი იყო ბანერი - "გადადგეს რუსული რეჟიმი".
მსვლელობის მონაწილეები საპარლამენტო არჩევნების ერთი წლისთავზე ახალ საპარლამენტო არჩევნებს და აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ.
საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები პარლამენტთან მივლენ, სადაც საპროტესტო აქციები 333 დღეა, ყოველდღიურად იმართება.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს