ბოლტონი – ზელენსკისა და უკრაინის შესახებ ტრამპის განცხადება ყველაზე სამარცხვინოა, რაც აშშ-ის პრეზიდენტს ოდესმე გაუკეთებია


ავტორი
Front News საქართველო
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი აშშ-ის პრეზიდენტის მიერ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
“ზელენსკისა და უკრაინის შესახებ ტრამპის განცხადება ყველაზე სამარცხვინოა, რაც აშშ-ის პრეზიდენტს ოდესმე გაუკეთებია.
ჩვენ მიერ უკრაინის მხარდაჭერა ქველმოქმედება არასოდეს ყოფილა. ჩვენს ქვეყანაში ჩვენი ცხოვრების წესი დამოკიდებულია ჩვენს სიძლიერეზე საზღვარგარეთ”, – წერს ბოლტონი.
ტრამპი უკმაყოფილოა, რომ ომის დროს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები არ ტარდება. ამერიკის ლიდერმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის “დიქტატორი არჩევნების გარეშე” უწოდა.
თაგები:
ჯონ ბოლტონი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს