ბორელი – ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, გადაწყვეტილებას გადახედოს


ავტორი
Front News საქართველო
ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე გარიგებაში მონაწილეობიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილებას გადახედოს.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
“ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, გადახედოს გადაწყვეტილებას”, – წერს ბორელი Twitter-ზე
მისივე თქმით, რუსეთის გადაწყვეტილება შეაჩეროს მონაწილეობა შავი ზღვის შეთანხმებაში, საფრთხეს უქმნის მარცვლეულის ძირითად საექსპორტო მარშრუტს, რომელიც გადამწყვეტია უკრაინის წინააღმდეგ ომით გამოწვეული გლობალური სასურსათო კრიზისის მოსაგვარებლად.
29 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა გადაწყვიტა შეაჩეროს მონაწილეობა “მარცვლეულის შეთანხმებაში” თითქოსდა, “შავი ზღვის ფლოტის გემებზე თავდასხმის გამო“.
თაგები:
ჯოზეფ ბორელი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს