ბორელი – ევროკავშირი რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეჩერებაზე შეთანხმდა

ავტორი
Front News საქართველო
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიაღწიეს პოლიტიკურ შეთანხმებას რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეჩერებაზე უკრაინის წინააღმდეგ ომის ფონზე.
“ჩვენ ვნახეთ საზღვრის კვეთის მნიშვნელოვანი ზრდა რუსეთიდან მეზობელ ქვეყნებში. ეს უსაფრთხოების რისკის საკითხი ხდება. ამიტომ დღეს ჩვენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად შევთანხმდით რუსეთის სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმების სრულ შეჩერებაზე”, – წერს ჯოზეფ ბორელი “ტვიტერზე”.
ამ თემის კომენტირებისას ბორელმა განაცხადა, რომ არ სურთ თავის იზოლაცია იმ რუსებისგან, რომლებიც არიან ომის წინააღმდეგ.
“მეორე მხრივ, არსებობს გაგება, რომ ეს მოგვცემს საშუალებას, ვიზები გაიცეს ინდივიდუალურად, ყოველი შემთხვევის განხილვით, განსაკუთებით ადამიანთა სპეციფიკური ჯგუფების შემთხვევაში. ჩვენ არ გვინდა, მოვახდინოთ ჩვენი თავის იზოლაცია იმ რუსებისგან, ვინც არიან ომის წინააღმდეგ. ჩვენ არ გვინდა, მოვწყდეთ რუსეთის სამოქალაქო საზოგადოებას. მესამე საკითხი, ჩვენ შევთანხმდით, რომ რუსეთის მთავრობის მიერ ოკუპირებულ ტერიტორებზე გაცემული პასპორტები არ იქნება აღიარებული. მეოთხე – დებატების დროს, რომელიც იყო ხანგრძლივი და კონსტრუქციული, შეშფოთება გამოითქვა მილიონობით არსებულ ვიზასთან დაკავშირებით და არსებობს საერთო გაგება, რომ ეს საკითხიც გადასაჭრელია. ეს სიტუაციაც საჭიროებს საერთო მიდგომას. ამიტომ ჩვენ მივმართეთ ევროკომისიას, გადახედოს ამ საკითხს და კონკრეტული რეკომენდაციები შემოგვთავაზოს. მეხუთე – ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ რუსეთის მეზობელ ქვეყნებში არის სირთულეები და რომ მათ შეუძლიათ ზომების მიღება ეროვნულ დონეზე, რათა შეზღუდონ მათი საზღვრის კვეთა და ეს ყოველთვის უნდა მოხდეს შენგენის ზონის წესების მიხედვით“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

We have seen a substantial increase of border crossings from Russia into neighbouring states. This is becoming a security risk.

We therefore agree today with EU Foreign Ministers on Full Suspension of the EU-Russia visa facilitation agreement. pic.twitter.com/zdowgdOa8F
— Josep Borrell Fontelles (@JosepBorrellF) August 31, 2022

თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს