ბორელი – ხვალ შევხვდებით საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრს, რათა მოვუწოდოთ, გააგრძელონ მუშაობა ევროპულ გზაზე

ავტორი
Front News საქართველო
ხვალ შევხვდებით საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრს, რათა მოვუწოდოთ, გააგრძელონ მუშაობა ევროპულ გზაზე, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე მედიასთან განაცხადა.
ბორელს კითხვა დაუსვეს, რა იქნება ევროკავშირის მთავარი გზავნილი საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან შეხვედრისას.
“ისინი კარგად მუშაობენ და ქართული საზოგადოების მხრიდან არის ძლიერი მხარდაჭერა. ეს არის კარგი შესაძლებლობა საქართველოსთვის“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრს დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირსა და ნატოში.
თაგები:





