ბორელი კიევში ჩავიდა


ავტორი
Front News საქართველო
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი კიევში ჩავიდა.
ვიზიტის დროს დიპლომატი დაადასტურებს უკრაინის გრძელვადიან სამხედრო მხარდაჭერას საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან.
ბორელთან ერთად უკრაინის დედაქალაქში მისი სპეციალური მრჩეველიც იმყოფება.
უკრაინაში გამგზავრებამდე ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელი პოლონეთში გაჩერდა, სადაც განიხილა კიევისთვის “ყველა სახის მხარდაჭერა”. ამის შესახებ მან პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ სიკორსკისთან შეხვედრაზე ისაუბრა.
საუბარია, კერძოდ, სამხედრო, ფინანსურ, აღდგენის, ასევე რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მიმართულ ზომებზე და მისი გაყინული აქტივების გამოყენებაზე.
ბორელის თქმით, ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა ყველა შესაძლო საშუალებით, კერძოდ, საბრძოლო მასალის მიწოდების შემდგომი გაზრდით.
თაგები:
ჯოზეფ ბორელი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს