ბორელი – რუსეთი პირდაპირ პასუხისმგებელია მსოფლიოში მარცვლეულის დეფიციტზე


ავტორი
Front News საქართველო
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ რუსეთი პირდაპირ არის პასუხისმგებელი მსოფლიოში მარცვლეულის დეფიციტზე, რადგან ის ბლოკავს უკრაინის პორტებს.
“უკრაინის პორტების მუდმივი რუსული ბლოკადა შეუძლებელს ხდის ტონობით მარცვლეულის, კერძოდ სიმინდისა და ხორბლის ექსპორტს, რომლებიც ახლა ბლოკირებულია უკრაინაში – მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ მწარმოებელში.
რუსეთი პირდაპირ არის პასუხისმგებელი მარცვლეულის ნებისმიერ დეფიციტზე საერთაშორისო ვაჭრობაში და აგრესიის შეჩერების ნაცვლად, ის აქტიურად ცდილობს პასუხისმგებლობის საერთაშორისო სანქციებზე გადატანას. ეს არის დეზინფორმაცია”, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
ამასთან, როგორც ბორელმა აღნიშნა, ევროკავშირი გააგრძელებს სრულ სოლიდარობას მსოფლიოს ქვეყნებთან ერთად ომის შედეგების დასაძლევად.
“პრეზიდენტმა პუტინმა უნდა შეწყვიტოს ეს ომი უკრაინის წინააღმდეგ. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს. ეს მთელი საერთაშორისო საზოგადოების ინტერესებშია. ჩვენ უკრაინის მხარეს ვართ”, – განაცხადა ბორელმა.
თაგები:
ჯოზეფ ბორელი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს