ბორელი – რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი ხუთი სფეროსკენ იქნება მიმართული


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი ხუთი სფეროსკენ იქნება მიმართული. კერძოდ, ეს ეხება რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიას, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტზე, რომელიც არის ზომების ძლიერი ნაკრები რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალისხმევის წინააღმდეგ.
სანქციები მიმართულია სამხედრო-სამრეწველო თავდაცვის კომპლექსის, ფინანსური მომსახურების, ენერგეტიკის სექტორის, სანქციების გვერდის ავლის და ომის დანაშაულების, მათ შორის უკრაინელი ბავშვების დეპორტაციაში მონაწილე პირების მიმართ.
“ეს სანქციები მიზნად ისახავს, რომ პუტინის მთავრობას გაურთულდეს აგრესიული ომის წარმოება. ევროკავშირი რჩება უკრაინის მხარდაჭერის ერთგული”, – წერს ბორელი.
თაგები:
ჯოზეფ ბორელი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს