ბორელი – საქართველოში აშკარა დემოკრატიული უკუსვლაა, ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რომელი გზით სურთ სიარული


ავტორი
Front News საქართველო
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის ჯოზეფ ბორელის განცხადებით, საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა აშკარაა.
მისი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხალხმა უნდა გადაწყვიტოს სურთ ევროპისკენ სვლა თუ დაშორება.
“რაც შეეხება საქართველოს, საქართველოში აშკარა დემოკრატიული უკუსვლაა. მომდევნო არჩევნები იქნება სიმართლის მომენტი და ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რომელი გზით სურთ სიარული – ევროპისკენ თუ ევროპისგან დაშორება. ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი ჩვენთვის და ქართველი ხალხისთვის უფრო მეტად, რადგან სასწორზე დგას ქვეყნის მომავალი”, – განაცხადა ბორელმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომის დაწყებამდე.
დღეს ევროპული საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ.


ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა