ბორელი – უსინდისობის მწვერვალია, ზელენსკის დააბრალო ომის დაწყება და გინდოდეს მიიტაცო უკრაინის მინერალური რესურსები დახმარების სანაცვლოდ


ავტორი
Front News საქართველო
ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაკავშირებით განცხადებას ეხმაურება.
“უსინდისობის მწვერვალია, ზელენსკის დააბრალო რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყება, რომ ის დიქტატორია, რომ 4% უჭერს მხარს და გინდოდეს მიიტაცო უკრაინის მინერალური რესურსები დახმარების სანაცვლოდ.
ზელენსკი მისი ქვეყნის წინააღმდეგობის ლიდერია, რომელსაც თავს რუსეთი დაესხა და ის იმსახურებს პატივისცემას, რომ ცილი არ დასწამოს იმ ქვეყნის პრეზიდენტმა, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ მისი მთავარი მხარდამჭერი იყო”, – წერს ბორელი.
ტრამპმა ზელენსკის “დიქტატორი არჩევნების გარეშე” უწოდა. მან ასევე განაცხადა, რომ ზელენსკის მხარდაჭერა უკრაინელებს შორის “4%-ია”, თუმცა, ბოლო გამოკითხვის თანახმად, უკრაინელების 57% ენდობა ზელენსკის.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს