ბორის ჩელე ყურუა - ზურა კარგად გრძნობს თავს, არის მხნედ, მას აბსოლუტურად კარგად ჰქონდა გააზრებული, თუ რა ბრძოლაში შედიოდა

ავტორი
Front News საქართველო
ზურას არცერთი უფლება არ დარღვეულა, მას ექცევიან, როგორც ჩვეულებრივ პატიმარს, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის დაკავებული ზურაბ ჯაფარიძის ადვოკატმა ბორის ჩელე ყურუამ განაცხადა.
მისი თქმით, ზურაბ ჯაფარიძეს ამ ეტაპზე არ აქვს ტელევიზორი, თუმცა სტანდარტული პროცედურაა და აღნიშნულსაც მალე მისცემენ.
"ზურა კარგად გრძნობს თავს, არის მხნედ. მას აბსოლუტურად კარგად ჰქონდა გააზრებული, თუ რა ბრძოლაში შედიოდა და რა ეტაპი დაიწყო მისი ციხეში ჩასმით. ჩვენ რაზეც ვისაუბრეთ, იქიდან გამომდინარე, ეტაპირებისას და პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსების შემდეგ, მისი არცერთი უფლება არ დარღვეულა, მას ექცევიან, როგორც ჩვეულებრივ პატიმარს. ტელევიზორი ჯერ არ აქვს, ესეც სტანდარტული პროცედურაა, მას შემდეგ, რაც გაუხსნიან ბარათს, შეეძლება ტელევიზორის ქონა", - განაცხადა ბორის ჩელე ყურუამ.
"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სასამართლო დარბაზში 22 მაისს დააკავეს.
თაგები:
ბორის ჩელე ყურუა




