Logo

ბორის ჯონსონი – ჩვენ ვერ ვისწავლეთ რუსეთის აგრესიის გაკვეთილი, ვნახეთ, რა მოხდა საქართველში 2008 წელს და უკრაინაში 2014 წელს

პოლიტიკა
08.03.2022 / 14:14
Frontnews image description

რუსეთის ქმედებები საქართველოში 2008 წელს და უკრაინაში 2014 წელს, ისევე როგორც სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლა სოლსბერიში გაფრთხილება იყო დასავლეთისთვის, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გაზეთ The New York Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.

 

“ჩვენ ვერ ვისწავლეთ რუსული აგრესიის გაკვეთილები. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში მეორე ლოყას ვუშვერდით. ვერავინ იტყვის, რომ ჩვენ გაფრთხილებული არ ვიყავით. ჩვენ ვნახეთ, რა მოხდა 2008 წელს საქართველოში და უკრაინაში 2014 წელს, სოლსბერის ქუჩებშიც კი და მე ვიცი ჩემი პოლონელი და ესტონელი კოლეგებისგან, თუ რა სიმწვავით გრძნობენ ისინი საფრთხეს.

 

რაც არ უნდა დრო დასჭირდეს, ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ უკრაინაში რუსეთის ქმედებების მცოცავი ნორმალიზება. ვერ დავუშვებთ, რომ კრემლმა დამოუკიდებელი ქვეყნის ნაწილები მოკბიჩოს და ადამიანებს უზარმაზარი ტანჯვა მიაყენოს.

 

ახლა უნდა ვიმოქმედოთ ევროატლანტიკური უსაფრთხოების გასაძლიერებლად. ეს მოიცავს არა მხოლოდ ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას, არამედ ნატოს არაწევრ ევროპულ ქვეყნებსაც, რომლებიც პოტენციურად რუსული აგრესიის საფრთხის ქვეშ არიან, როგორიცაა მოლდოვა, საქართველო და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები. ხოლო ის, ვინც მონაწილეობს ან ხელს უწყობს რუსეთის აგრესიას, როგორიცაა ბელარუსი, მაქსიმალურ სანქციებს დაექვემდებარება“, – აცხადებს ბორის ჯონსონი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები