ბორის ჯონსონი – დამატებით გამოყოფილი 5 მილიონი გირვანქა სტერლინგი საქართველოს დაეხმარება საფრთხეების გამოვლენასა და მათზე რეაგირებაში


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ გავაძლიერებთ საქართველოს მედეგობას რუსეთიდან და ნებისმიერი სხვა წყაროდან მომდინარე კიბერ-შეტევების მიმართ, – დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შესახებ „ტვიტერზე“ წერს.
როგორც ბორის ჯონსონი აღნიშნავს, დამატებით გამოყოფილი 5 მილიონი გირვანქა სტერლინგისაქართველოს დაეხმარება საერთო უსაფრთხოების კონტექსტში საფრთხეების გამოვლენასა და მათზე რეაგირებაში.
“ჩვენ გავაძლიერებთ საქართველოს მედეგობას რუსეთიდან და ნებისმიერი სხვა წყაროდან მომდინარე კიბერ-შეტევების მიმართ. დამატებით გამოყოფილი 5 მილიონი გირვანქა სტერლინგი საქართველოს დაეხმარება ჩვენი საერთო უსაფრთხოების კონტექსტში საფრთხეების გამოვლენასა და მათზე რეაგირებაში“, – აღნიშნავს ბორის ჯონსონი.
თაგები:
ბორის ჯონსონი