Logo

ბორის ჯონსონი – დიდი ბრიტანეთი პუტინის და ლავროვის წინააღმდეგ სანქციებს დაუყოვნებლივ დააწესებს

მსოფლიო
25.02.2022 / 23:03
Frontnews image description

დიდი ბრიტანეთი ვლადიმერ პუტინისა და სერგეი ლავროვის წინააღმდეგ სანქციებს დაუყოვნებლივ დააწესებს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სოციალურ ქსელში წერს.

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე მოუწოდა ლიდერებს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები რუსთის SWIFT-იდან გათიშვის კუთხით, რათა მაქსიმალური ტკივილი მიაყენონ პრეზიდენტ პუტინსა და მის რეჟიმს.

 

“დღეს შუადღისას, მე მოვუწოდე NATO-ს ლიდერებს, სასწრაფოდ მიიღონ ზომები SWIFT-ის წინააღმდეგ, რათა პრეზიდენტს პუტინსა და მის რეჟიმს მაქსიმალური ტკივილი მიაყენონ. 

 

დიდი ბრიტანეთი პუტინისა და საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის წინააღმდეგ სანქციებს დაუყოვნებლივ დააწესებს, უკვე გამოცხადებული სანქციების პაკეტის გარდა“, – წერს ბორის ჯონსონი. 

 

<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fborisjohnson%2Fposts%2F524099395738527&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”488″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები