ბორის ჯონსონი – პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან და ისტორია არ დაივიწყებს მათ, ვინც ამ დროს სხვაგან იხედებოდა


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის მოქალაქეები იმსახურებენ სიმართლეს. თქვენ იმსახურებთ, რომ გაიგოთ ფაქტები, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც მან სოციალურ ქსელში რუსულ ენაზე გაავრცელა.
ბორის ჯონსონი რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, გააზიარონ ცნობები უკრაინაში რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილი სისასტიკეების შესახებ.
“მტკიცებულებები იმდენად შოკისმომგვრელია, იმდენად საშინელი და გამაოგნებელია, რომ თქვენი მთავრობა ამას გიმალავთ. თქვენმა პრეზიდენტმა იცის, თუ ნახავთ მიმდინარე მოვლენებს, თქვენ არ დაუჭერთ მხარს მის ომს. არ გთხოვთ, რომ სიტყვაზე მენდოთ, უბრალოდ შედით „ვიპიენით“ და მიიღეთ წვდომა დამოუკიდებელ ინფორმაციაზე, როცა აღმოაჩენთ სიმართლეს, გაუზიარეთ სხვებს. ამაზე პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან და ისტორია არ დაივიწყებს მათ, ვინც ამ დროს სხვაგან იხედებოდა. თქვენი პრეზიდენტი ბრალდებულია სამხედრო დანაშაულის ჩადენაში, მაგრამ არ მჯერა, რომ ის თქვენი სახელით მოქმედებს“, – აცხადებს ბორის ჯონსონი.
თაგები:
ბორის ჯონსონი