Logo

ბორის ჯონსონი – რუსეთი ევროპაში 1945 წლის შემდეგ ყველაზე დიდ ომს გეგმავს

მსოფლიო
20.02.2022 / 13:20
701
Frontnews image description

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის განცხადებით, მტკიცებულებები აჩვენებს, რომ რუსეთი ევროპაში 1945 წლის შემდეგ ყველაზე დიდ ომს გეგმავს.

 

როგორც „ბიბისისთან“ ინტერვიუში ბორის ჯონსონმა განაცხადა, დაზვერვა პროგნოზირებს, რომ რუსეთი მიზნად ისახავს უკრაინასი შეჭრას და ის დედაქალაქ კიევსაც მოიცავს.

 

“ყველა ნიშანი იმაზე მიუთითებს, რომ გეგმა გარკვეული თვალსაზრისით უკვე დაწყებულია“, – აღნიშნა ჯონსონმა.

 

მისი თქმით, გაერთიანებული სამეფო და აშშ „შეაჩერებენ რუსულ კომპანიებს, რომლებიც ფუნტ სტერლინგსა და დოლარში ვაჭრობენ“, მსგავსი ნაბიჯი კი „ძალიან მძიმე“ შედეგს იქონიებს.

Advertisement