ბორის ჯონსონი შესაძლოა, ისევ დიდი ბრიტანეთის პრემიერი გახდეს


ავტორი
Front News საქართველო
ლიზ ტრასის გადადგომის შემდეგ ბორის ჯონსონმა შესაძლოა, კვლავ იბრძოლოს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისა და “კონსერვატიული პარტიის” ლიდერის პოსტზე.
The Times წერს, რომ ჯონსონი არჩევნებში მონაწილეობას აპირებს და მიაჩნია, რომ ეს “ეროვნული ინტერესების“ საკითხია. ამ დროისთვის ის მხარდამჭერებისგან სიგნალებს იღებს. The Times-ის ცნობით, ჯონსონს სჯერა, რომ მას შეუძლია კვლავ უხელმძღვანელოს კონსერვატორებს.
ასევე, გამოცემა “კონსერვატიული პარტიის” რამდენიმე წევრზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ჯონსონის დაბრუნება სრულიად შესაძლებელია.
ლიზ ტრასმა გადადგომის შესახებ დღეს განაცხადა.
ბოლო გამოკითხვის მიხედვით, სწორედ ჯონსონი განიხილება მის პოტენციურ მემკვიდრედ. მან პრემიერ-მინისტრის პოსტი სულ რაღაც ექვსი კვირის წინ დატოვა.
თაგები:
ბორის ჯონსონი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს