ბორის ჯონსონი შესაძლოა, ნატო-ს გენერალური მდივანი გახდეს


ავტორი
Front News საქართველო
ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი შესაძლოა, ნატო-ს გენერალური მდივანი გახდეს.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის მაღალჩინოსნებმა მხარი დაუჭირეს ბორის ჯონსონის კანდიდატურას ნატო-ს მომავალი გენერალური მდივნის პოსტზე.
მის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს თავდაცვის კომიტეტის წევრებმა – რიჩარდ დრაქსმა და მარკ ფრანსუამ, ასევე ბრიტანეთის „ბრექსიტის“ ყოფილმა მინისტრმა დევიდ ჯონსმა.
ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობა ვაკანტური მომდევნო წლის სექტემბერში იქნება.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს