Logo

ბორის ჯონსონი – უნდა გავაგრძელოთ სანქციების გამკაცრება იქამდე, ვიდრე უკრაინას ყველა რუსი სამხედრო არ დატოვებს

მსოფლიო
30.03.2022 / 23:31
Frontnews image description

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ რუსეთზე სანქციების წნეხი იქამდე უნდა გაგრძელდეს, ვიდრე უკრაინას ყველა რუსი სამხედრო არ დატოვებს.

 

“მე ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ დიდი შვიდეულისგან უნდა მოელოდეთ სანქციების მოხსნას, მხოლოდ იმის გამო, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მიიღწევა. ეს პუტინის სცენარის პირდაპირი ნაწილია. ჩემი აზრით, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სანქციების გამკაცრება იქამდე, ვიდრე უკრაინას მისი ყველა სამხედრო არ დატოვებს“ – განაცხადა ჯონსონმა.

 

ბრიტანეთის პრემიერმა დაადასტურა, რომ რუსი სამხედროების მათ შორის ყირიმიდან გაყვანასაც გულისხმობს.

 

ბორის ჯონსონმა ასევე განაცხადა, რომ ბრიტანეთის ხელისუფლების მიზანი პუტინის ხელისუფლების შეცვლა არაა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები