ბორის ყურუა – ესენი არიან ადამიანები, რომლებიც დღეს ყველაზე კარგად ხვდებიან იმ უსამართლობის მასშტაბს, რასაც ჩადის “ქართული ოცნება”


ავტორი
Front News საქართველო
გუშინ “ქართული ოცნების” აქციაზე მისული საკმაოდ დიდი რაოდენობის ადამიანი, იმედი მაქვს, რომ აღმოაჩენს თავის თავში ძალას, რომ მმართველ გუნდს ხმა არ მისცეს იმიტომ, რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც დღეს ყველაზე კარგად ხვდებიან იმ უსამართლობის მასშტაბს, რასაც ჩადის “ქართული ოცნება”, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრმა ბორის ჩელე ყურუამ განაცხადა.
მისივე თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებს 4 ათასამდე მოქალაქე დააკვირდება და დაიცავს.
“გუშინ “ქართული ოცნების” აქციაზე მისული საკმაოდ დიდი რაოდენობის ადამიანი, იმედი მაქვს, რომ აღმოაჩენს თავის თავში ძალას, რომ მმართველ გუნდს ხმა არ მისცეს იმიტომ, რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც დღეს ყველაზე კარგად ხვდებიან იმ უსამართლობის მასშტაბს, რასაც ჩადის “ქართული ოცნება”.
რაც შეეხება არჩევნებს, ჩვენ გვყავს 4 ათასზე მეტი დამკვირვებელი, რომელიც მთელი დღე იბრძოლებს იმისათვის, რომ არცერთი ხმა არ დაიკარგოს. ამას, რომ თავი დავანებოთ, ელექტრონული დათვლა ხდება, არჩევნების დასრულებიდან ძალიან მალევე გვექნება ოქმები და თუ “ქართულ ოცნებას” მოუნდება, არჩევნები გააყალბოს, ეს იქნება ნათელი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, მაგრამ ამის შანსი არის ძალიან მცირე, ამის გამბედაობა “ქართულ ოცნებას” არ აქვს”, – განაცხადა ბორის ჩელე ყურუამ.
თაგები:
ბორის ყურუა

გიორგი გახარია – ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველა ლარს, ხალხის ფულს, მოპარულს ბიუჯეტიდან, იმ ვაჟბატონებიდან ყველას მოატანინებს უკან

გოგა გულორდავა – განსაკუთრებული პატივი და პასუხისმგებლობაა წარმოვადგენდე იმ გუნდს, რასაც „ქართული ოცნება“ ჰქვია

ნინო დოლიძე – “ქართული ოცნება” ცდილობს, საჯარო სამსახურებიდან გაუშვას ადამიანები, რომლებიც ერთგული არიან ევროინტეგრაციის და კონსტიტუციის