“ბორჯღალოსნებმა” რუმინეთი 28-17 დაამარცხეს და ანთმოზ ივერიელის თასი შეინარჩუნეს

ავტორი
Front News საქართველო
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ქართველი და რუმინელი მორაგბეების დაპირისპირება ბორჯღალოსნების გამარჯვებით, ანგარიშით 28-17 დასრულდა.
შედეგად, საქართველომ გარდა რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტულისა, „ანთიმოზ ივერიელის თასიც“ მოიპოვა,
საქართველოს და რუმინეთს შორის 2000 წლიდან დღემდე გამართული 24 მატჩიდან (11-11 შინ და გარეთ, 2 ნეიტრალურზე), 14 ბორჯღალოსნების გამარჯვებით დასრულდა, 9 „მუხების“ , ერთხელ კი ფრე დაფიქსირდა. საქართველომ მეტოქეს გაუტანა 45 ლელო და 476 ქულა, თავად კი 32 ლელო და 394 ქულა გაუშვა.
მთავარ და პრინციპულ მეტოქესთან, ქართული მხარის ინიციატივით, 2002 წლიდან თამაშდება საზიარო, "ანთიმოზ ივერიელის თასი“, რომელიც ბორჯღალოსნებმა 13-ჯერ მოიგეს, რუმინელებმა კი 6-ჯერ.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


