
ავტორი
Front News საქართველო
2022 წლის დასკვნით შეხვედრაში საქართველოს ეროვნული სარაგბო ნაკრები კარდიფში, Principality Stadium-ზე, უელსს დაუპირისპირდა და ანგარიშით 13:12 დაამარცხა.
თედო აბჟანდაძის ზუსტად შესრულებული ჯარიმით ქართველებმა შეხვედრის ანგარიში დასაწყისშივე გახსნეს, თუმცა მოვლენები უელსელთა სასიკეთოდ წარიმართა და ბორჯღალოსნებმა პირველი ტაიმი 12:3 დათმეს.
მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრები გააქტიურდა და მატჩის 59-ე წუთზე ალექსანდრე თოდუას ლელოს თედო აბჟანდაძემ ზუსტი გარდასახვა დაუმატა და სხვაობა ორ ქულამდე შემცირდა.
მატჩის მიწურულს თედო აბჟანდაძემ ზუსტი ჯარიმით გუნდი წინ გაიყვანა და მატჩის საბოლოო ანგარიში 13:12 დააფიქსირა.
თაგები:
რაგბი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს