ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ფოცხვერი გამოჩნდა

ავტორი
Front News საქართველო
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ფოცხვერი გამოჩნდა.
ინფორმაციას სააგენტო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში კავკასიის ფაუნის მშვენება – ფოცხვერი გამოჩნდა. ფოცხვერი საქართველოს „წითელ ნუსხაში“ „გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე მყოფის“ სტატუსით არის შესული“, – აცხადებენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.
თაგები:





