
ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ “საზოგადოებრივი ტრანსპორტის“ სამსახურის ინიციატივით, ბორჯომელ აბიტურიენტებს საგამოცდო დღეების განმავლობაში უფასო ტრანსპორტი მოემსახურებათ.
4, 5, 6, 8, 11, 12,13, 18, 19, 22 ივლისს, მუნიციპალური ავტობუსები ახალციხის მიმართულებით, ქალაქის ცენტრალური მოედნიდან 07:00 საათზე გავლენ.
“საზოგადოებრივი ტრანსპორტი აბიტურიენტებსა და მათ გულშემატკივრებს გამოცდის დამთავრებამდე დაელოდება და მათ ბორჯომში დაბრუნებას უზრუნველყოფს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტი ყველა აბიტურიენტს წარმატებას უსურვებს!”, – აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.
თაგები:
ბორჯომი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს