Logo

ბორჯომის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის ორდღიანი ლაშქრობა მოეწყო

საზოგადოება
280
Frontnews image description

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის, ახალგაზრდული ბანაკის ფარგლებში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ორდღიანი ლაშქრობა მოეწყო.

დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა ე.წ “ლომის მთა” მოინახულეს.

ახალგაზრდებთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ლევან თედიაშვილი; მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდობასთან ურთიერთობისა და ტურიზმის განყოფილების სპეციალისტი ლანა გიორგიძე და ბანაკის ორგანიზატორი გოდერძი ჭოლაძე.

ახალგაზრდული ბანაკი, 1 აგვისტოს ოფიციალურად გაიხსნა და ახალგაზრდებმა სხვადასხვა სპორტულ და კულტურულ აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა.

თაგები:

ბორჯომი
Advertisement