Logo

“ბორჯომის” გაფიცული თანამშრომლები მსვლელობას მართავენ

საზოგადოება
706
Frontnews image description

ბორჯომში გაფიცული თანამშრომლები მასშტაბურ აქციასა და მსვლელობას მართავენ. აქციის მონაწილეების მხარდასაჭერად დღეს ბორჯომში, სხვადასხვა რეგიონებიდან დასაქმებულები ჩავიდნენ. აქციაზე იმყოფება პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილიც. 

"ის, რასაც ჩვენ გვთხოვენ დასაქმებულები, პროფკავშირები გახლავთ მხოლოდ და მხოლოდ რუპორი იმ მოთხოვნებისა. მით უმეტეს, როდესაც დასაქმებულთა მხარეს არის სიმართლე და ისინი არიან მართლები, ყველა მხრივ, დამსაქმებელთან მიმართებაში, ბუნებრივია სხვადასხვა საწარმოს წარმომადგენლები ითხოვენ გაერთიანებისგან, რომ სოლიდარობა გამოუცხადონ მათ და გაერთიანებაც ბუნებრივია, ადეკვატურად რეაგირებს"-აცხადებს პეტრიაშვილი. 

"ვაპირებთ მთლიან რაიონს გავაგებინოთ, რომ "ბორჯომის" თანამშრომლები არიან გაფიცულები. სოციალურმა, სამუშაო პირობებმა და რა თქმა უნდა მცირე ხელფასმა გამოგვიყვანა. ბრძოლას უნდა ჰქონდეს შედეგი. სანამ შედეგი არ იქნება, არ დავიშლებით"-აცხადებენ გაფიცულები. 

18 მაისს, ბორჯომის N1 და N2 ჩამომხსმელი ქარხნების თანამშრომლები გაიფიცნენ. ისინი ხელფასის მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. აგრეთვე დასვენების და შესვენების უფლებას, ზეგანაკვეთური ანაზღაურებას და კომპანიაში პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვას.

გაფიცვაში მონაწილეობას 400-მდე დასაქმებული იღებს, შედეგად სრულად გაჩერებულია ორივე ქარხნის მუშაობა.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები