
ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში მესხეთის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა სპექტაკლის ჩვენება გამართა.
წარმოდგენილი იყო ვაჟა-ფშაველას პოემის მიხედვით შექმნილი სპექტაკლი “სტუმარ-მასპინძელი”.
სპექტაკლის ჩვენებას ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ კიკნაძე, მერის მოადგილე იოსებ რაზმაძე, ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ლევან თედიაშვილი, კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე მამუკა ლურსმანაშვილი და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
სპექტაკლის ჩვენება, კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების სრული დაცვით გაიმართა.
თაგები:
ბორჯომი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს