ბორჯომის მერიაში სტუდენტთა წახალისების პროგრამა ამოქმედდა


ავტორი
Front News საქართველო
მიმდინარე წლიდან ბორჯომის მერიაში სტუდენტთა წახალისების პროგრამა ამოქმედდა, რომელიც საბაკალავრო პროგრამების წარმატებული სტუდენტების ფულადი თანხით დაჯილდოებას გულისხმობს.
პროგრამა მოიცავს 2021 სასწავლო წელს და ვრცელდება სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებზე.
"ფულადი ჯილდო გაიცემა სტუდენტზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს: არის საქართველოს მოქალაქე; განცხადების შემოტანის მომენტისთვის მინიმუმ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე; ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში გავლილი აქვს სწავლების არანაკლებ 9-წლიანი კურსი; არის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი; სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში აქვს არანაკლებ 91 –100 ქულა (A კატეგორია – ფრიადი);
აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი.
ფულადი ჯილდოს მისაღებად სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში არანაკლებ 9 წელი სწავლების კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი; ამონაწერი ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ; (ნიშნების ფურცელი) საბანკო რეკვიზიტები.
ფულადი ჯილდო ერთ წარმატებულ სტუდენტზე სემესტრში 1000 ლარს შეადგენს", – აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს