
ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა – გიორგი ფერაძემ და ჯუმბერ კურტანიძემ, საკრებულოს დეპუტატებმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა 9 აპრილის მემორიალთან თავისუფლებისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
მამა იოანემ (ხეცურიანი) დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა, რომლის დასრულების შემდეგ, კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით ადგილზე ღონისძიება გაიმართა.
35 წლის წინ, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული აქცია, მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევით დასრულდა, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ასობით ადამიანი კი დაშავდა.
9 აპრილი, მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.
თაგები:
ბორჯომი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს