
ავტორი
Front News საქართველო
მიმდინარე წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის 9 სოფელსა და დაბაში საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გზების რეაბილიტაცია დაგეგმილია სოფელ: ტბაზე, სადგერში, ცემში, ყვიბისში, ანდეზიტში, ტაბაწყურში, პატარა მიტარბში, დაბა ბაკურიანსა და ახალდაბაში.
მიმდინარე წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტში ჯამში 7,3 კმ გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია განხორციელდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით დაფინანსდება.
დაგეგმილი პროექტების ფარგლებში, მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და სანიაღვრე სისტემები, განხორციელდება მიერთებების და ეზოში შესასვლელების მოწყობა, საჭიროების მიხედვით მოეწყობა საყრდენი კედლები, რაც მუნიციპალიტეტის მოსახლეობას საშუალებას მისცემს განახლებული და კომფორტული გზებით, გადაადგილდნენ მუნიციპალიტეტის მასშტაბით.
თაგები:
ბორჯომი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს