ბორჯომის მუნიციპალიტეტის დასახლებებში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები განახლდა


ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები განახლდა.
დვირის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში გამართულ შეხვედრებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე, საკრებულოს დეპუტატი დვირის ადმინისტრაციულ ერთეულში ელზა კუჭუხიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ სოფელ დვირში, ჭობისხრვში, ქვაბისხევში, ჩითახევში და ლარებში მცხოვრებლებთან ერთად სოფლებში არსებული საჭიროებების მოგვარებაზე და პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ძირითად პრიორიტეტებზე იმსჯელეს.
აღსანიშნავია, რომ 2025 წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტს “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 436 000 ლარი გამოეყო, რასაც ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებული 872 000 ლარი დაემატება. თითოეულმა სოფელმა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო.
თაგები:
ბორჯომი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს