ბორჯომის მუნიციპალიტეტის დასახლებებში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები გრძელდება


ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები აქტიურ ფაზაშია.
დაბა ბაკურიანში, დიდ და პატარა მიტარბში, თორში და ანდეზიტში გამართულ შეხვედრებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე, დაბა ბაკურიანში მერის წარმომადგენელი ქეთევან ლონდარიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან ერთად სოფლებში არსებული საჭიროებების მოგვარებაზე და პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ძირითად პრიორიტეტებზე იმსჯელეს.
თაგები:
ბორჯომი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს