
ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, 110 მრავალშვილიან ოჯახს, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი, დედის დღესთან დაკავშირებით, საჩუქრად 150-150 ლარი ჩაერიცხებათ.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბორჯომის მუნიციპალიტეტი ოთხ და მეტშვილიან ოჯახებს ფულადი თანხით ყოველთვიურად ეხმარება, წელიწადში ერთხელ ფინანსდებიან სტაციონარული პროგრამით. ასევე ახალი წლისა და აღდგომის დღესასწაულზე სარგებლობენ დახმარებით.
მათ აქვთ შეღავათები, როგორც ელექტროენერგიის ასევე ბუნებრივი აირის გადასახადზე. მუნიციპალური ტრანსპორტით კი უფასოდ სარგებლობენ.
აღნიშნული სოციალური პროგრამა რამდენიმე წელია რაც მოქმედებს. მისი მიზანია მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური და მორალური მხარდაჭერა და რაც მთავარია, ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება.
თაგები:
ბორჯომი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს