ბორჯომის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, დედის დღესთან დაკავშირებით, 224 ოჯახს ერთჯერადი დახმარება გაეწია


ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, დედის დღესთან დაკავშირებით, 224 ოჯახს ერთჯერადი დახმარება გაეწია.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფულადი დახმარება მიიღო მრავალშვილიანმა (ოთხი და მეტი შვილი) და 18 წლამდე შშმ პირების ოჯახებმა.
“აღსანიშნავია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტი 18 წლამდე შშმ პირების, ოთხ და მეტშვილიან ოჯახებს ფულადი თანხით ყოველთვიურად ეხმარება, წელიწადში ერთხელ ფინანსდებიან სტაციონარული პროგრამით. ასევე ახალი წლისა და აღდგომის დღესასწაულზე სარგებლობენ დახმარებით.
მათ აქვთ შეღავათები, როგორც ელექტროენერგიის ასევე ბუნებრივი აირის გადასახადზე.
აღნიშნული სოციალური პროგრამა რამდენიმე წელია რაც მოქმედებს. მისი მიზანია შშმ პირების და მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური და მორალური მხარდაჭერა და რაც მთავარია, ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
ბორჯომი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს