Logo

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში ცვლილებები განხორციელდა

საზოგადოება
1073
Frontnews image description

ბორჯომის მუნიციპალიტეტი მოსახლეობის დაავადებათა პრევენციის შემდგომი მკურნალობის ხელშეწყობისა და სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, 23 პროგრამას ახორციელებს. 2025 წელს 11 პროგრამაში ცვლილება განხორციელდა.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში ცვლილებები განხორციელდა:

მოქალაქეები, რომელთაც მინიჭებული აქვთ შშმ სტატუსი, კვარტალში ერთჯერადად, 200 ლარით დაფინანსდებიან;

კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი, ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ბავშვები, მედიკამენტების შესაძენად, ერთჯერადად 200 ლარით დაფინანსდებიან.

თაგები:

ბორჯომი
Advertisement