Logo

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, სტაციონარული სამედიცინო მომსახურების პროგრამაში ცვლილებები განხორციელდა

საზოგადოება
1266
Frontnews image description

ბორჯომის მუნიციპალიტეტი მოსახლეობის დაავადებათა პრევენციის შემდგომი მკურნალობის ხელშეწყობისა და სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, 23 პროგრამას ახორციელებს. 2025 წელს 11 პროგრამაში ცვლილება განხორციელდა.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სტაციონარული სამედიცინო მომსახურების პროგრამაში ცვლილებები განხორციელდა:

დიალიზზე მყოფი პაციენტები, რომლებიც საჭიროებენ ფისტულას ჩადგმას, ერთჯერადად სრულად დაფინანსდებიან. მაქსიმალური გასაცემი თანხაა 3 000 ლარი.

მოქალაქის მიერ, 500 ლარამდე წარმოდგენილი ანგარიშფაქტურა სრულად დაფინანსდება.

თაგები:

ბორჯომი
Advertisement