ბორჯომის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით, მოსწავლეებისათვის ღონისძიება მოეწყო


ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივითა და ორგანიზებით, სოფლების – ტაბაწყური, მოლითი და ბალათა, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისათვის ღონისძიება მოეწყო.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები და საბჭოს წევრები ე.წ პლატოს ბორბალს ესტუმრნენ, შემდეგ კი, სოფელ ჩითახევში გადაინაცვლეს, სადაც სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში – ფრენბურთი, ზიპლაინი, მშვილდ-ისრის სროლა, კედელზე ცოცვა – მიიღეს მონაწილეობა. საღამოს კი ჯომარდობაშიც აქტიურად ჩაერთნენ.
მთელი დღის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი, ტაბაწყურის თემის მაჟორიტარი დეპუტატი ანდრუშ ირიციანი, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის აღნიშნული სახის აქტივობა, გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით, 2023 წლიდან იმართება.
აღსანიშნავია, რომ საბჭო აქტიურად გეგმავს და ახორციელებს სხვადასხვა სახის აქტივობებს და ის მუშაობას მომავალშიც ინტენსიურად გააგრძელებს.
თაგები:
ბორჯომი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს