ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, ახალგაზრდული ბანაკის ფარგლებში, სოფელ მზეთამზეში 2-დღიანი ლაშქრობა მოეწყო


ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, 17-22 წლის ახალგაზრდებისთვის, ახალგაზრდული ბანაკის ფარგლებში, სოფელ მზეთამზეში 2-დღიანი ლაშქრობა მოეწყო.
ახალგაზრდები სოფელ მზეთამზის ისტორიას გაეცნენ. მათთვის საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციამ სხვადასხვა აქტივობები მოაწყო.
ახალგაზრდებთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ფერაძე, საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ლევან თედიაშვილი, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდობასთან ურთიერთობისა და ტურიზმის განყოფილების სპეციალისტი ლანა გიორგიძე და ბანაკის ორგანიზატორი გოდერძი ჭოლაძე.
ახალგაზრდული ბანაკი, 1 აგვისტოს ოფიციალურად გაიხსნა და ახალგაზრდებმა სხვადასხვა სპორტულ და კულტურულ აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა.
თაგები:
ბორჯომი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს