Logo

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტები დასრულდა

Frontnews image description

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში, ტაბაწყურში, მოლითში, ბალანთასა და ჭიხარულაში ინფრასტრუქტურული პროექტები დასრულდა.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ მოლითში სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ტაბაწყურში სასაფლაოს შემოღობვა მიმდინარეობს. ბალანთასა და ჭიხარულაში კი გარე ტრენაჟორები უკვე დამონტაჟდა.

მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა და მერის მოადგილემ გიორგი ტაბატაძემ დაათვალიერეს.

შეხვედრები მუნიციპალიტეტის 33 სოფელში გაიმართა. სოფლის კრებებზე ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს ის პრიორიტეტული პროექტები, რომელთა განხორციელებასაც დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა მოხმარდება.

2024 წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე ცენტრალური ბიუჯეტიდან 436 000 ლარი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან 872 000 ლარი გამოიყო.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიზანია სოფლებში სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების დაფინანსება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფა.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები