ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო


ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილთან ერთად, სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანში“ ა(ა)იპ „ჩვენი ბორჯომისთვის“ ორგანიზებით გამართულ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიებაზე „ჩვენი ბორჯომისათვის“ ტრენინგცენტრის მოსწავლეებმა აღნიშნული ცენტრისა და ახალგაზრდული საკრებულოს საქმიანობაზე ისაუბრეს. ასევე გაიმართა ტრენინგცენტრთან არსებული „არტ-სახელოსნოს“ მოსწავლეების ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
დაჯილდოვდნენ ტრენინგცენტრის მიერ გამოცხადებულ სხვადასხვა კონკურსში გამარჯვებული მონაწილეები. სტუმრებს კი, მადლობის სიგელები გადაეცათ.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ კიკნაძე, ბაკურიანის განვითარების სააგენტოს დირექტორი ეკატერინე ორჯონიკიძე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი და საკრებულოს დეპუტატი ხათუნა ხარაზიშვილი, “IDS ბორჯომი საქართველოს“ წარმომადგენლები, სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები.
თაგები:
ბორჯომი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს