ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ბორჯომის საფეხბურთო გუნდი "თორის“ და გარეჯის "საგარეჯოს“ მატჩს დაესწრო

ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული მერი მამუკა გელაშვილი, მერის მოადგილესთან გიორგი ტაბატაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, გიორგი ფერაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ბორჯომის საფეხბურთო გუნდი "თორის“ და გარეჯის "საგარეჯოს“ მატჩს დაესწრო.
მატჩი "თბილისის ლიგა" 2012 "ბ" ჯგუფის ფარგლებში, ბორჯომის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა და „თორის“ გამარჯვებით, 3:0 დამთავრდა. საფეხბურთო გუნდი "თორი" ლიგის ჩემპიონია.
ბორჯომის ახლად არჩეულმა მერმა მამუკა გელაშვილმა საფეხბურთო გუნდ "თორს" გამარჯვება მიულოცა და მიმდინარე ტურნირზე წარმატება უსურვა.
თაგები:
ბორჯომი




