Logo

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი მე-8 მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომას დაესწრო

რეგიონები
124
Frontnews image description

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა გელაშვილი ახალი მე-8 მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომას დაესწრო.

საკრებულოს პირველი სხდომა ბორჯომის №36 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ რაზმაძემ გახსნა. მან არჩევნების შედეგები შეაჯამა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნების ერთიანი შემაჯამებელი ოქმი წარუდგინა.

მამუკა გელაშვილმა საკრებულოს დეპუტატებს წარმატებები უსურვა.

"მმართველი გუნდისთვის ბორჯომში გამოცხადებული 84%-იანი ნდობა გვაკისრებს პასუხისმგებლობას, ჩვენს მოქალაქეებს პირნათლად ვემსახუროთ. ჩვენს გუნდს აქვს ქალაქის განვითარების კონკრეტული გეგმა. მუნიციპალიტეტი განვითარების არსებითად ახალ ეტაპზე გადავა. მომდევნო ოთხი წელი იქნება სტაბილურობის, განვითარებისა და კეთილდღეობის წლები. ცენტრალური ხელისუფლება ხალხის სამსახურში დგას და ეს პრინციპი ადგილობრივ დონეზეც ეფექტურად და ღირსეულად უნდა განხორციელდეს", - განაცხადა მამუკა გელაშვილმა.

დღის წესრიგის შესაბამისად, საკრებულოს პირველ სხდომაზე ცნეს საკრებულოსა და საკრებულოს წევრების უფლებამოსილება. სხდომაზე, ფარული კენჭისყრის შედეგად საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე - გიორგი ფერაძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ - ნიკოლოზ კიკნაძე, ხოლო მოადგილეების თანამდებობებზე - რევაზ ლაშხი და გენადი მუმლაძე აირჩიეს.

თაგები:

ბორჯომი
Advertisement