Logo

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ტაბაწყურში ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა

რეგიონები
69
Frontnews image description

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი ტაბაწყურში ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა.

ბორჯომის მერმა ახალგაზრდებთან ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილ ახალგაზრდულ პროექტებზე ისაუბრა.

ახალგაზრდული ბანაკის ფარგლებში, 100-მდე ახალგაზრდა ორი დღით სოფელ ტაბაწყურში ბორჯომის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით იმყოფებოდნენ.

15-დან 20 წლამდე ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს შემეცნებით, გასართობ და სპორტულ აქტივობაში.
ბანაკში მერთან ერთად საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ლევან თედიაშვილი და ახალგაზრდობასთან ურთიერთობის სპეციალისტი ლანა გიორგიძე იმყოფებოდნენ.

თაგები:

ბორჯომი
Advertisement