
ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სოციალურ პროგრამაში ჩართულ 702 ბენეფიციარს საჩუქრად 100 ლარი ჩაურიცხა.
“ფულადი დახმარება მიიღო:
• მრავალშვილიანმა ოჯახებმა;
• დედ-მამით ობოლმა 18 წლამდე ასაკის ბავშვებმა;
• 18 წლამდე ასაკის შშმ პირებმა;
• მარტოხელა მშობლებმა;
• დიდი სამამულო ომის ვეტერანებმა;
• დიდი სამამულო ომის ვეტერანებთან გათანაბრებულმა პირებმა;
• დიდ სამამულო ომში გარდაცვლილი ოჯახის წევრებმა;
• ომის შემდგომ პერიოდში გარდაცვლილთა ოჯახის წევრებმა;
• საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომის მონაწილე ვეტერანებმა; (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 160 000-ს)
• საქართველოს მთლიანობისთვის ომის შშმ პირებმა (მათ შორის დევნილები);
• ავღანეთის ომის ვეტერანებმა;
• ჩერნობილის ავარიის დროს მოწამლულმა პირებმა;
• 9 აპრილის მშვიდობიანი აქციის დარბევისას მოწამლულმა პირებმა;
• 18 წლის ზევით საპენსიო ასაკამდე I ჯგუფის შშმ პირებმა;
ბენეფიციარებს აღნიშნული პროგრამით სარგებლობა წელიწადში 2-ჯერ როგორც აღდგომის, ასევე ახალი წლის დღესასწაულზე შეუძლიათ.
მუნიციპალიტეტში 23 სოციალური პროგრამა მოქმედებს, რომლის მთავარი მიზანი სოციალურად დაუცველ ადამიანთა მდგომარეობის გაუმჯობესება და მორალური მხარდაჭერა წარმოადგენს”, – აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.
თაგები:
ბორჯომი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს