
ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ბორჯომში სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა.
ბორჯომის მასშტაბით ჩატარდა ნაგავშემკრები კონტეინერების რეცხვა-დეზინფექციის სამუშაოები.
უახლოეს დღეებში დეზინფექცია ჩაუტარდება ავტობუსის მოსაცდელებსა და სკვერებს, ასევე სავაჭრო ცენტრების, ბენზინგასამართი სადგურების, ბანკების, სკოლებისა და აფთიაქების მიმდებარე ტერიტორიებს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები ყოველკვირეულ რეჟიმში გაგრძელდება. სპეციალური ხსნარებით მოირეცხება საავტომობილო გზები, საფეხმავლო ბილიკები, ასევე ბანკების, სასურსათო მარკეტებისა და ბენზინგასამართი სადგურების მიმდებარე ტერიტორიები.
(R)
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს