
ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოციალური პროგრამების ფარგლებში, აგვისტოს თვეში 128 825 ლარის დაფინანსება გასცა.
აღნიშნული თანხით, მუნიციპალიტეტმა დახმარება 587 ბენეფიციარს გაუწია.
“64 706 ლარი, 90 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის გამოიყო. მედიკამენტების შესაძენად 57 ბენეფიციარი 6378 ლარით დაფინანსდა.
ონკოლოგიური დაავადებების მქონე 15 პაციენტი 15 979 ლარით დაფინანსდა.
98 მრავალშვილიანი ოჯახი 18 0700 ლარით დაფინანსდა.
სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს შშმ პირებმა, დედ-მამით ობლებმა და სხვა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში 25-მდე სოციალური პროგრამა ხორციელდება.
პროგრამის მთავარი მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი მხარდაჭერა”, – აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.
თაგები:
ბორჯომი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს