
ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოციალური პროგრამების ფარგლებში, ნოემბრის თვეში 166 091 ლარის დაფინანსება გასცა. აღნიშნული თანხით, მუნიციპალიტეტმა დახმარება 670 ბენეფიციარს გაუწია.
“82 842 ლარი, 112 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის გამოიყო. მედიკამენტების შესაძენად 68 ბენეფიციარი 7 952 ლარით დაფინანსდა.
ონკოლოგიური დაავადებების მქონე 38 პაციენტი 29 796 ლარით დაფინანსდა.
100 მრავალშვილიანი ოჯახი 19 100 ლარით დაფინანსდა.
სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს შშმ პირებმა, დედ-მამით ობლებმა და სხვა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში 25-მდე სოციალური პროგრამა ხორციელდება.
პროგრამის მთავარი მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი მხარდაჭერა”, – აღნიშნულია მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.
თაგები:
ბორჯომი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს