ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ სოციალური პროგრამების ფარგლებში თებერვალში 112 299 ლარის დაფინანსება გასცა


ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოციალური პროგრამების ფარგლებში, თებერვლის თვეში 112 299 ლარის დაფინანსება გასცა. აღნიშნული თანხით, მუნიციპალიტეტმა დახმარება 342 ბენეფიციარს გაუწია.
"56 618 ლარი, 71 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის გამოიყო. მედიკამენტების შესაძენად 48 ბენეფიციარი 4 845 ლარით დაფინანსდა.
სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს მრავალშვილიანმა ოჯახებმა, შშმ პირებმა, ახალდაქორწინებულებმა და სხვა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში 20-მდე სოციალური პროგრამა ხორციელდება. პროგრამის მთავარი მიზანია, ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი მხარდაჭერა", – აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.
თაგები:


ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოციალური პროგრამების ფარგლებში, ნოემბერში 166 091 ლარის დაფინანსება გასცა

ბორჯომის მერიამ სოციალური პროგრამების ფარგლებში, თებერვალში 165 135 ლარის დაფინანსება გასცა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ სოციალური პროგრამების ფარგლებში იანვარში 97 018 ლარის დაფინანსება გასცა