ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა სპორტული ცეკვების ჯგუფი “ანის აკადემიის” პედაგოგი და ჯგუფის წევრები დააჯილდოვა

ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა და მერის მოადგილემ იოსებ რაზმაძემ კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული სპორტული ცეკვების ჯგუფი “ანის აკადემიის” პედაგოგი და ჯგუფის წევრები, მადლიერების სიგელით და ფულადი პრემიით დააჯილდოვეს.
საქართველოს სპორტცეკვების ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, ჩატარდა საერთაშორისო კონკურსი, სადაც “ანის აკადემიის” მოსწავლეებმა: ელენე ცინცაძემ, თამარ შონიამ, ნინი ქიმაძემ და მარიამ ყველიაშვილმა საპრიზო ადგილები დაიკავეს.
თაგები:
ბორჯომი




